საწვავის და ჰიდრავლიკური სითხის ავზები, გამოირჩევა მომატებული ზომებით და, ოპტიმალური დაცვის მიზნით, დამონტაჟებულია კაპოტის ქვეშ.
ძრავი
129 კვტ
წონა
15530/16060 კგ
სამუშაო სიგანე
2100 მმ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
მომატებული საიმედოობა და წარმადობა. მანქანები გამოირჩევა კარგად ნაფიქრი სავალი ნაწილით ცენტრალური შესახსრებით ოსცილაციასთან სიმტკიცის გასაუმჯობესებლად. ვიბრაციის კონტროლის თანამედროვე სისტემები საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გრუნტის მეტისმეტი სიმკვრივე, რომელიც არასასურველია სამუშაოთა უმრავლესობის ჩატარებისას. სიმკვრივის აუცილებელი დონის მიღწევისთანავე ავტომატიკა თიშავს ვიბრაციულ მექანიზმს; ვიბრაცია ასევე გამოირთვება მართვის ბერკეტის ნეიტრალურ მდგომარეობაში გადაყვანისას. კლიენტის სურვილის მიხედვით, გრუნტის სატკეპნები JCB VM 166D/PD შესაძლებელია დამატებით დაკომპლექტდეს ვიბრაციის კონტროლის სისტემით Compactronic აჩქარების გარდამქმნელით, რომელიც უშუალოდ ვალცზე (ლილვაკზე) იქნება განთავსებული.
კომფორტი მუშაობის დროს. მანქანები გამოირჩევა გაუმჯობესებული ხილვადობის მქონე ფართო კაბინებით. სავარძლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს კომფორტულ ჯდომას და შემცირებულ ვიბრაციას მუშაობის დროს. გაზრდილი კაბინის წყალობით, ოპერატორს გააჩნია საკმარისი სივრცე ყველა აუცილებელი ინსტრუმენტის შესანახად. სატკეპნის მართვის ორგანოები განლაგებულია მაქსიმალურად მოსახერხებლად და აღჭურვილია სერვოამძრავებით.
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.