• Georgian
  • English
მედია ცენტრი სიახლეები JCB თავის საქმიანობას აფართოვებს
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image6
  • image7
  • image8
  • image9
12.03.2014
JCB თავის საქმიანობას აფართოვებს

 

JCB-ის ახალი ინვესტიცია


კომპანია JCB გეგმავს 1 მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტიციის განხორციელებას ინგლისის საბაზრო ქალაქ Uttoxeter–ში მდებარე ყოფილი იაფი სასტუმროს შენობის შესყიდვასა და გარდაქმნასთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს კომპანიის თანამშრომლებისა და სტუმრების მაღალის კლასის ოთახებით უზრუნველყოფას კომპანიის სათაო ოფისში სტუმრობისას.

სასტუმროს შესყიდვის პროცესის დასრულება შემდეგი თვისთვის არის დაგეგმილი, რომლის შემდეგაც JCB გეგმავს ვრცელ აღდგენით–სარემონტო პროგრამას 32 ოთახიანი სასტუმროს უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული სასტუმრო უფრო მოთხოვნადი საცხოვრებელი დაწესებულება გახდება, როგორც ბრიტანეთის,ისე საზღვრებს გარე თანამშრომლებისათვის, რომლებიც ეწვევიან მასთან ახლოს მდებარე სათაო ოფის როჩესტერში. აღნიშნული სასტუმრო ასევე მოემსახურება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ასრულებენ JCB –ის ინდუსტრიის შესწავლას და დილერებს, რომლებიც კომპანიაში მიმდინარე ტრენინგებს დაესწრებიან.

JCB-ის ჯგუფის ქონების მართვის დირექტორმა ალან ტომსონმა განაცხადა: „ იქიდან გამომდინარე, რომ JCB მუდამ პირველობას ესწრაფვის თავისი ამბიციური გლობალურად მზარდი პროგრამის საშუალებით, სტუმრების რიცხვი, რომლებიც სათაო ოფისსა და მასთან ახლოს მდებარე JCB–ის ტრენინგ ცენტრს სტუმრობენ, საკმაოდ დიდია. ასევე მზარდია იმ კურსდამთაბრებულთა და დამამათავრებელი კურსის სტუდენტთა რიცხვი, რომლებიც JCB–ის ბიზნესს უერთდებიან.

სასტუმროს მშენებლობის პროექტი JCB–ის სათაო ოფისთან ახლოს ოთახების რაოდენობის მიხედვით შეზღუდულია, ამიტომ ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია ოთახების მხოლოდ აუცილებელ რაოდენობას უზრუნველყოფს.

კომპანიის სათაო ოფისში მოსული ადამიანები აქ პროდუქტთან დაკავშირებულ ტრენინგებზე დასასწრებად ჩამოდიან, რაც ჩვენი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათი ვიზიტი მიზნად ისახავს აგრეთვე მომხმარებლის მხარდაჭერას ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე.

JCB Model

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
აპრილი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
შეარჩიეთ პროდუქტი რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს: