• Georgian
  • English

1940

1950

1960

1970

1980

1990

2000

1940-ანი წლები
JCB-ს ისტორია 1945 წელს მომხდარი ეპიზოდით იწყება, როდესაც 29 წლის უმუშევარმა ჯოზეფ სირილ ბამფორდმა (მისტერ JCB) უკანასკნელი 1 ფუნტით შესადუღებელი აპარატი იყიდა და პატარა სახელოსნო გახსნა. გარკვეულ პერიოდში მან ჯართისაგან ორთვლიანი ტრაქტორის მისაბმელი გააკეთა და 45 ფუნტად გაყიდა. ბამფორდი მიხვდა, რომ სწორ გზას ადგა და საქმიანობა გააგრძელა. მისაბმელი ფერმერთა შორის ძალზედ პოპულარული გახდა. ორი წლის შემდგე მან თვითმცლელი სრულყოფა მოახდინა და იგი უკვე ჰიდრავლიკური მექანიზმით აღჭურვა. საკმაოდ მცირე დროში ახლად შემუშავებულ მანქანაზე საკაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რამაც JCB-ის დიდი შემოსავალი მოუტანა.
1950-ანი წლები
JCB განაგრძობდა წარმოების დახვეწას და განვითარებას. ამ პერიოდში წარმოება როჩესტერში გადავიდა, სადაც ოფიციალურად იქნა დარეგისტრიებული კომპანი JCB-ის ბრენდის ქვეშ მისი პირველი ლოგოთი. პირველ ეტაპზე JCB მთელს შემოსავალს წარმოების გაფრთოვებასა და სიახლეების დანერგვაში აბანდებდა.
1953 წ. - JCB-მ მსოფლიოში პირველი უნივერსალური ექსკავატორ-დამტვირთველი MK1 შექმნა , რომელმაც გადატრიალება მოახდინა სამშენებლო სფეროში.
1960-ანი წლები
1964 წლისთვის JCB-ს უკვება 3000 ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველი (მოდელი 3C) ჰყავდა რეალიზებული და ბაზარზე ერთპიროვნულად ლიდერობდა.
1965 წელს - მსოფლიო მოევლინა JCB-ს პირველი მუხლუხა ექსკავატორი JCB7.
1969 წელს - JCB-მ განაგრძო წარმოების გაფართოება და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შევიდა.
1970-ანი წლები
1970 წელს - წარმოებაში ჩაეშვა JCB-ს პირველი ფრონტალური დამტვირთველი.
1975 წელს - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა კომპანიის მმართველობა თავის შვილს, ენტონი ბამფორდს გადააბარა.
1978 წელს - წარმოებაში ჩაეშვა JCB-ს პირველი ტელესკოპური დამტვირთველი - LOADALL 520, რომელიც სტანდარტული ავტოდამტვირთველებისგან განსხვავებით, ტვირთვის გაცილებით მაღალ სიმაღლეზე დატვირთვის საშუალებას იძლეოდა, რითაც მალე მოიპოვა აღიარება
1980-ანი წლები
1980 წელს - წარმოებაში ჩაეშვა ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი - 3CX, რომელიც დღესდღეობითაც სამაგალითოა ყველა სხვა მწარმოებელის მიერ წარმოებული ექსკავატორ-დამტვირტველებს შორის.
1990 წელს - JCB უშვებს მსოფლიოში ყვევლაზე სწრაფ სოფლის მეურნეობის ტრაქტორს - FASTRAC-ს (75 კმ/სთ).
JCB-მ დაიწყო ექსკავატორ-დამტვირთველების წარმოება ინდოეთში ადგილობრივი ბაზრისთვის. სწორედ ინდოეთში იქნა წარმოებული JCB-ს მე 10 000 ექსკავატორ-დამტვირთველი, რმელი მე-100000 მანქნას წარმოადგენდა JCB-ს საერთო წარმობაში!
1990-ანი წლები
1993 წელს - JCB უშვებს მსოფლიოში პირველ უნიაკალურ ერთ მკალავიანი კომაქტური დამტვირთველების სამოდელი სერიას ROBOT.
1997 წელს - JCB-მ კიდევ ერთი ინოვაცია შესთავაზაა მსოფლიოსა და გამოიგონა ტელესკოპური ავტო-დამტვირთველი - TELETRUK, რომელსაც ტვირთის პირდაპირი გადაადგილებაც შეეძლოს.
2000-ანი წლები
დღეს-დღეობით JCB-ი მსოფლიოს კონტინენტზე 50 მეტ ქარხანას ფლობს აქედან 12 დიდ ბრიტანეთში, 5 ინდოეთში (მე-4/5 სულ შარშან გახსნა) დანარჩენი ქარხნები გადანაწილებული ბრაზილიაში, აშშ-სა და ჩინეთში.ჯამში ქარხნებში 8000 მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს 300 მოდელზე მეტ სახეობას სთავაზობს. პროდუქციის რეალიზება მსოფლიოს 150 ქვეყანაში 1500 დილერის საშუალებით ხორციელდება.

2003 წელს კომპანიის სამხედრო მანქანების წარმოების განყოფილებამ დიდი ბრიტნეთის არმიისგან ისტორიაში ყველაზე დიდი შეკვეთა მიიღო - 150 ერთეული 4CXM სპეციალური მოდელი. ტექნიკამ იმდენად გაამართლა, რომ სულ ახლახანს მსგავსი შეკვეთა მიღებულ იქნა აშშ-ს სამხედო ძალებისგანაც.

2006 JCB DiselMax-ში ჩამონტაჯებულმა ძრავებმა სერიით JCB444, მიწაზე გადაადგილების სიჩქარეში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს დიზელი ძრავებს შორის!

2010 წელს JCBECO-მ განვითარებისა და ეფექტურობის ახალ საფეხურზე აიყვანა კომპანიის მიერ წარმოებული ტექნიკა.