• Georgian
  • English
მედია ცენტრი სიახლეები განვითარების ახალი ეტაპი
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image6
  • image7
  • image8
  • image9
12.03.2014
განვითარების ახალი ეტაპი


განვითარების ახალი ეტაპი

 

დღეს კომპანია JCB მე–500 000 –ე ექსკავატორ–დამტვირთელის გამოშვებას აღნიშნავს, მოდელისა, რომელმაც კომპანიას მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოუტანა.

JCB –ის მიერ წარმოებულ მე–500 000 ექსკავატორ–დამტვირთველად იქცა 5CX მოდელი, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილ ექსკავატორ–დამტვირთველებს შორის ყველაზე მძლავრ მოდელად ითვლება. 5CX ასევე მიჩნეულია, როგორც ყველაზე მწარმოებლური და ეფექტური ექსკავატორ–დამტვირთველი, რომელსაც შეუძლია გადააადგილოს 344 ტონა გრუნტი 1 საათში ან დღის განმავლობაში 196 ჯერ შეასრულოს დაიტვირთვითი ოპერაციები.

პირველი ექსკავატორ–დამტვირთველი წარმოებულ იქნა 1953 წელს ბრიტანეთში, ქალაქ როჩესტერში და სახელად Mark One ეწოდა. ის პირველად სამშენებლო ტექნიკის ინდუსტრიის ისტორიაში ჰიდრავლიკური სისტემით აღიჭურვა.

1954 წლის განმავლობაში (რომელიც პირველი სრული წარმოების წელი იყო), JCB-მ აწარმოა 35 ერთეული ასეთი ექსკავატორ–დამტვირთველი, ხოლო პირველი 50 000 მანქანის გამოშვებისთვის 20 წელიწადი დასჭირდა. დღესდღეისობით JCB-ის ახალი ექსკავატორ–დამტვირთველი კონვეიერიდან გადმოდის ყოველ 3 წუთში ერთხელ.

სოლიდური ასაკი ხელს არ უშლის ამ უნივერსალურ მანქანას შეინარჩუნოს გაყიდვების ლიდერის სტატუსი. JCB-ს ექსკავატორ დამტვირთველი პოპულარობით მე–4 სამშენებლო მანქანაა მსოფლიოში.

JCB–ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ენტონი ბამფორდი კომპანიის ასობით თანამშრომელს შეუერთდა საერთაშორისო შტაბ ბინაში, რათა ერთად ეზეიმათ 500 000 ექსკავატორ –დამტვირთველის გამოშვება. მან განაცხადა: "როდესაც მამაჩემმა პირველად გამოუშვა ექსკავატორ–დამტვირთველი, ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამ მანქანას ასეთი წარმატება და აღიარება ელოდა. ექსკავატორ–დამტვირთველმა მსოფლიოს მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ საქმე, რომელიც მანამდე მუშახელის საშუალებით კეთდებოდა, დღეს მექანიზაციის გზით გაკეთდეს."

„ ჩვენს მიერ წარმოებული ექსკავატორ–დამტვირთველი მსოფლიოში ყველაზე უნივერსალურ სამშენებლო ტექნიკას წარმოადგენს და ეს ფაქტი მომვალშიც მისი წარმატების გარანტიას იძლევა." – აღნიშნა სერ ენტონი ბამფორდმა.

„კომპანია JCB ყოველთვის აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციების ექსკავატორ–დამტვირთველების სამოდელო რიგის განსავითარებლად და დასახვეწად. ერთ–ერთ პირველ წარმატებულ ნახტომად შეიძლება ჩაითვალოს 1980 წელს მოდელ 3CX–ის წარმოება, რომლის ტექნოლოგიურ აღჭურვაშიც კომპანიამ 24 მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა. დღეს კი კომპანია გამოსაშვებად ექსკავატორ–დამტვირთველის ახალ მოდელს ამზადებს, რომელიც აღჭურვილი იქნება ძრავით JCB Ecomax, რაც ჩვენს მომხმარებელს საშუალებას მისცემს საწვავის მოცულობა 11% –ით შეამციროს. „

3CX მოდელის გამოშვება გადამწყვეტ მომენტად იქცა JCB-ს ექსკავატორ–დამტვირთველების წარმოების ისტორიაში, რამაც ხელი შეუწყო მის საერთაშორისო დონეზე აღიარებას და JCB–ს პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, რომელიც დღეს 300 ზე მეტ მოდელს მოიცავს.

გარდა ექსკავატორ–დამვირთველებისა, კომპანია JCB აწარმოებს:

ტელესკოპურ დამტვირთველებს

მუხლუხა და ბორბლიან ექსკავატორებს

ფრონტალურ დამტვირთველებს

მინი და მიკრო ექსკავატორებს

კომპაქტურ დამტვირთველებს

მუხლუხა კომპაქტურ დამტვირთველებს

სატკეპნ ტექნიკას

მაღალი გამავლობის დამტვირთველებს

სოფლის მეურნეობის ტრაქტორებს

ექსკავატორ–დამტვირთველებს კომპანია აწარმოებს დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში, მისი რეალიზაცია კი ხორციელდება მსოფლიოს 120 ქვეყანაში.

00000518

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
დეკემბერი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
შეარჩიეთ პროდუქტი რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს: