JCB JS240 მუხლუხა ექსკავატორის სახელურები და ისრები გამყარებულია და დამზადებულია განსაკუთრებით მტკიცე ფოლადისგან.
თხრის სიღრმე
7230 მმ
მასა
25200 კგ
ციცხვის მოცულობა
1.46 მ³
Ძრავის ძალა
129 კვტ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
მაღალი გამძლეობა, დადასტურებული მრავალრიცხოვანი ტესტით და უწყვეტი მუშაობით მძიმე პირობებში. JCB JS240 მუხლუხა ექსკავატორის სახელურები და ისრები გამყარებულია და დამზადებულია განსაკუთრებით მტკიცე ფოლადისგან. შიდა ტიხრების გამოყენება მთლიანი ლითონისგან დამზადებულ ქვედა ფირფიტასთან ერთად, გამორიცხავს სტრუქტურული ელემენტების დეფორმაციას. ექსკავატორის ჩარჩო წარმოადგენს X- ფორმის კონსტრუქციას ძლიერი შედუღებული ნაკერებით.
ეფექტური მუშაობა ნებისმიერ რეჟიმში. გაზრდილი ამგლეჯი ძალა (15%-მდე ჩამჩაზე და 39%-მდე ისარზე კონკურენტების მიერ წარმოებულ ანალოგიური კლასის ექსკავატორებთან შედარებით) უზრუნველყოფს მომატებულ პროდუქტიულობას ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოების შესრულებისას. ელექტრონული სისტემა, რომელიც აკონტროლებს ჰიდრავლიკას, უზრუნველყოფს რამდენიმე რეჟიმს, რომლებსაც ოპერატორი ხელით ირჩევს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ჰიდრავლიკური სისტემა ავტომატურად გადადის უმოქმედო მდგომარეობაში, უქმი სვლის რეჟიმის დროს.
მოვლის სიმარტივე. JS240 სერიის მუხლუხა ექსკავატორების შექმნისას, JCB-ის ინჟინრებმა ლოგიკური და ადვილად მისაწვდომი კონფიგურაცია შეიმუშავეს. სპეცტექნიკა გახანგრძლივებული მომსახურების ინტერვალებით გამოირჩევა. ისარს და სახელურს ყოველ ათას საათში სჭირდება შეზეთვა, ზეთის ექსპლუატაციის ვადა კი ხუთ ათას საათს აღწევს. ძრავა და ზეთის რადიატორები, ასევე ინტერქულერი ერთ სიბრტყეშია, რაც ამარტივებს მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებას; კომფორტი და უსაფრთხოება. JS240 ექსკავატორები აღჭურვილია ჰიდრავლიკური ცილინდრის ამორტიზაციის სისტემით, რომელიც ანეიტრალებს ჰიდრავლიკური სისტემის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი დარტყმის დატვირთვას. საბრუნი მექანიზმი აღჭურვილია დაბალანსებული მობრუნების მექანიზმით და ბრუნვის ელექტრონული კონტროლის სისტემით. აპარატის ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი ნაჩვენებია დიდ LCD ეკრანზე.
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.