ექსკავატორ-სატვირთველის კაბინა გამოირჩევა არა მხოლოდ უსაფრთხოებით, არამედ კომფორტითაც.
მაქს. ჩაწვდომის სიღრმე
4531 მმ
წონა
8600 კგ
ძრავის სიმძლავრე
48 კვტ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
მაღალი წარმადობის და მომსახურებაში იოლი ძრავები Kohler. აკუმულატორული საწვავი სისტემის ტურბოკომპრესორთან და ინტერკულერთან გამოყენების წყალობით შესაძლებელი გახდა ოპტიმალური ეფექტურობის მიღწევა მთელ სამუშაო დიაპაზონში. ძრავები ანვითარებენ პიკურ სიმძლავრეს (48 კვ), როდესაც ტრიალის სიჩქარისეა 2200 ბრუნი წუთში. მაბრუნებელი მომენტის მრუდი იმგვარად არის ოპტიმიზირებული, რომ უზრუნველყოფს საკმარის წევას ნებისმიერი სიჩქარით და დატვირთვით მოძრაობისას. მინი-ექსკავატორების JCB 86C-1 ძრავები აკმაყოფილებენ ეკოლოგიური სტანდარტების Stage IIIB და Tier 4-ს მოთხოვნებს.
ეფექტურობა. JCB 85Z-1 სერიის მანქანებთან შედარებით, ექსკავატორ-სატვირთველებს რამდენადმე მეტი თხრის სიღრმე, მომატებული სტაბილურობა და აგლეჯის ძალა გააჩნიათ. ორივე მოდელის ტექნიკაში გამოიყენება გაუმჯობესებული ჰიდრავლიკური ტუმბოები, რომლებსაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ საკმარისი წნევა მაგისტრალზე ნებისმიერი რეჟიმის დროს. შესაძლებელია ექსკავატორ-სატვირთველების დამატებითი აღჭურვა ასაკიდი მოწყობილობით, და ასევე, რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ჩამჩის ნიჩბებით.
კომფორტი და უსაფრთხოება. ახალი მინი-ექსკავატორის კაბინა სერთიფიცირებულია სტანდარტების ROPS და TOPS შესაბამისად. კლიენტის სურვილის მიხედვით, შესაძლოა დამატებითი დამცავი ეკრანების დაყენება. ექსკავატორ-სატვირთველის კაბინა გამოირჩევა არა მხოლოდ უსაფრთხოებით, არამედ კომფორტითაც. მანქანები აღჭურვილია რეგულირებადი სავარძელით გათბობის ფუნქციით; მართვის ყველა ორგანო განლაგებულია იოლად ხელმისაწვდომად, ხოლო მინი-ექსკავატორების სამუშაო პარამეტრების ასახვის მიზნით გამოიყენება მაღალი კონტრასტის მქონე თხევადკრისტალიანი ეკრანი.
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.