მანქანებში გამოიყენება ჰიდროსტატიკული ტრანსმისია, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის მბრუნავი მომენტის მინიმალური დანაკარგებით გადაცემას.
ძრავი
60 კვტ
წონა
7320/7660 კგ
სამუშაო სიგანე
1750 მმ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
ოპციონალური სისტემა Compactronic. მოცემული სისტემა ვალცზე (ლილვაკზე) გარდამქმნელის დაყენებას ითვალისწინებს, რაც გრუნტის სიმკვრივის პარამეტრების ანალიზის საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემები კაბინის შიგნით დამონტაჟებულ დისპლეიზე აისახება. სისტემა Compactronic საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გრუნტის სიმკვრივის მეტისმეტი გაზრდა, რაც არასასურველია გარკვეული სამუშაოების ჩატარების დროს. ოპტიმალური სიმკვრივის მიღწევისთანავე, მინი-სატვირთველის კაბინაში ინთება შუქდიოდური ინდიკატორი.
კომფორტი სამუშაოს შესრულების დროს. გრუნტის სატკეპნების VM 75D/PD ახალი თაობა აღჭურვილია მომატებული ზომის კაბინით, სადაც გათვალისწინებულია სავარძელი მექანიკური საკიდარით. შემინვის დიდი ფართობის წყალობით, ოპერატორს შეუძლია თვალი ადევნოს მთლიან სამუშაო ზონას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მანევრირებას შეზღუდულ ფართობებზე მუშაობისას. ყველა ორგანო გამოირჩევა რბილი, კარგად პროგნოზირებადი სვლით.
მინიმალური ხარჯები ტექნიკურ მომსახურებაზე. შესაძლებელი გახდა მომსახურების ღირებულების მკვეთრი შემცირება მაღალრესურსიანი კვანძების გამოყენების წყალობით. სატკეპნებში გამოყენებული კარდანული შესახსრებები არ საჭიროებს შეზეთვას სამუშაოს მთელი ვადის განმავლობაში. ყველა წერტილი, რომელიც მოითხოვს პერიოდულ შემოწმებას, მოსახერხებლად არის დაჯგუფებული იოლად მისაწვდომ ადგილებში. სატკეპნების საწვავი ავზები საიმედოდ არის დაცული დაზიანებისგან.
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.