ოპერატორის სავარძელი VM 200D/PD აღჭურვილია ამორტიზაციის სისტემით, ხოლო გრუნტის სატკენის მართვის ყველა ორგანო განლაგებულია მაქსიმალურად მოსახერხებლად.
ძრავი
129 კვტ
წონა
18370/18530 კგ
სამუშაო სიგანე
2100 მმ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
მაღალი წარმადობა. VM 200D/PD გრუნტის სატკეპნების შემუშავებისას, JCB-ს ინჟინრებმა გაითვალისწინეს ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კლიენტები უყენებენ მსგავსი კლასის ტექნიკას. მანქანებმა მიიღეს განახლებული სავალი ნაწილი, სადაც გათვალისწინებულია ცენტრალური შესახსრება ოსცილაციასთან, რამაც გააუმჯობესა სიმტკიცე. სატკეპნებზე მონტაჟდება გაზრდილი მოცულობის საწვავის ავზები, რომლებიც იმგვარად არის განლაგებული, რომ უზრუნველყონ თანაბარი დატვირთვა სავალ ნაწილზე.
თანამედროვე ავტომატიკა. ვიბრაციის მართვის ინტელექტუალური სისტემა ახდენს გრუნტის ზედმეტი სიმკვრივის პრევენციას. კლიენტის სურვილის მიხედვით, შესაძლებელია სატკეპნების დაკომპლექტება ოპციით Compactronic, რომელიც აღჭურვილია ვალცზე (ლილვაკზე) განთავსებული აჩქარების გარდამქმნელით. ამგვარად, ოპერატორს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია სიმკვრივის სიხშირის, ინტენსიურობის და სიდიდის შესახებ. ოპტიმალური სიმკვრივის მიღწევისთანავე კაბინაში ჩაირთვება ინდიკატორი.
კომფორტული კაბინა. სვლის ბერკეტი უზრუნველყოფს რბილ და კარგად კონტროლირებად გადაადგილებას; ეს კი ამცირებს დატვირთვას ტრანსმისიაზე და ხელს უწყობს სამუშაოს სიზუსტის ზრდას.
ტექმომსახურების სიმარტივე და დაბალი ღირებულება. მამკვრივებელი სატკეპნების ყველა კვანძი შემუშავებულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის გათვალისწინებით და საიმედოდ არის დაცული დაზიანებისგან. მანქანებში გამოყენებული კარდანული შეერთებები არ საჭიროებს შეზეთვას ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში. ყველა ძირითადი აგრეგატი ხელმისაწვდომია დათვალიერების და ტექმომსახურებისთვის.
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.