JCB გენერატორები კომპანიის ახალი მიმართულება
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია"-ში მიმდინარე რეგიონალურ სამშენებლო გამოფენაზე „Caucasus Build 2016" კომპანია „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიმენთი" აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას. კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო ტექნიკის ბრიტანული ბრენდ JCB-ის მიერ სპეციალურად ბიუჯეტური ბაზრებისთვის შექმნილი რამდენიმე მოდელის პრეზენტაცია მოახდინა, მათ შორის ექსკავატორ-დამტვირტველი 3CX-ის. ამ მოდელზე სპეციალურად გამოფენისთვის პარტნიორ კომპანიასთან ერთად შემუშავდა განსაკუთრებული პირობები, რომელიც მოიცავს ფასდაკლებას და 5 წლამდე გაზრდილ საგარანტიო პერიოდს, რაც საქართველოში უპრეცედენტო შეთავაზებაა სამშენებლო ტექნიკისთვის!
აღსანიშნავია, რომ გამოფენის პირველივე დღეები კომპანიისთვის წარმატებული გამოდგა და შედეგად, გამოფენის ფარგლებში უკვე პირველ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
გამოფენა საერთაშორისო მასშტაბისაა და მასში 21 ქვეყნის 200 მდე კომპანია სხვადასხვა სახის ტექნიკით იღებს მონაწილეობას. აღნიშნული გამოფენაზე „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიმენთი" თითქმის სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს. გამოფენის გარე სივრცეში განლაგებული აქვს JCB-ს, Dressta-ს, AMMANN-ის, MAN-ის, Faun-ის, Faymonville-ის, CIFA-ს და MAZ-ის უახლესი სამშენებლო და მუნიციპალური ტექნიკა. სწორედ ამავე კომპანიების ბრენდირებული აქსესუარებით ასაჩუქრებენ „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიმენთის" წარმომადგენლები გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს, რომლებიც „არასაგამოფენო" ამინდის მიუხედავად დილიდანვე ინტერესით აკვირდებიან გამოფენის მიმდინარეობას და ეცნობიან კომპანიების შეთავაზებებს.
|