• Georgian
  • English
მედია ცენტრი სიახლეები JCB-ს ახალი ქარხანა
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image6
  • image7
  • image8
  • image9
05.04.2014
JCB-ს ახალი ქარხანა


JCB-ის ახალი ქარხანა!

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, დევიდ კამერონმა დღეს ოფიციალურად გახსნა JCB-ს ახალი ქარხანა ბრაზილიაში, რომელზეც 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა გაწეული. მორიგი ქარხნის გახსნა განაპირობა კომპანიის პოზიციების გაძლიერებამ ლათინური ამერიკის ბაზრებზე.


ბატონმა კამერონმა, რომელიც სავაჭრო მისიით იმყოფება ბრაზილიაში, სან პაულოს შტატის ქალაქ სოროკაბაში მოინახულა 350 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული ქარხანა. მას საშულება მიეცა უშუალოდ გაცნობოდა JCB-ის ექსკავატორ დამტვირთველის, ფრონტალური დამტვირთველის, ტელესკოპური დამტვირთველისა და სატკეპნი ტექნიკის წარმოების პროცესს, რომელთაც ქარხანა მომავალში გამოუშვებს.


მან განაცხადა: „JCB-ის ბრაზილიაში გაფართოება გვიჩვენებს თუ როგორ იყენებენ ბრატანული კომპანიები შესაძლებლობებს განვითარდნენ ამ ქვეყანაში, ასევე მათ საშუალება მიეცათ , შექმნან ახალი სამუშაო ადგილები დერბიშირსა და უელსში მდებარე JCB–ის ქარხნებში.ეს არის ბრიტანეთის საინჟინრო პროცესის საუკეთესო მაგალითი, რაც ხელს უწყობს მის ლიდერობას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

ბრაზილიის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 20 მილიარდიანი პროექტი დაიგეგმა, JCB-ის ახალ საწარმოს კი საშუალება ეძლევა ამ პროექტში ჩართვით სარგებელი მიიღოს. ის მონაწილეობას მიიღებს ასევე ისეთ პროექტებში, როგორიცაა 2014 წლის მსოფლიო თასი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშები.

JCB-ის ახალი ქარხანა წელიწადში 10, 000 ერთეული ტექნიკის წარმოებას შეძლებს. ის წარმოადგენს ახალ შემცვლელ საწარმოს JCB–ის მიერ სოროკაბაში ადრე აშენებული ქარხნებისა. პირველი ქარხანა 2001 წელს ექსკავატორ–დამტვირთველების, ხოლო მეორე –2010 წელს მუხლუხა ექსკავატორების საწარმოებლად იქნა აგებული.

JCB მესამე სამშენებლო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება მსოფლიოში. საოჯახო ბიზნესს, რომელსაც საფუძველი სტაფორდშირში ჩაეყარა, წლიური ბრუნვა 2011 წელს 2.75 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, ხოლო EBITDA-მ 355 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

კომპანიას მსოფლიოს 22 საწარმოში 10 000 ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. JCB წარმოადგენს წამყვან ექსპორტიორ კომპანიას– პროდუქციის 75% 150 ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. JCB სპონსპორობას უწევს JCB აკადემიას და ბრიტანეთის პირველ ტექნიკურ უნივერსიტეტს (UTC), რათა ხელი შეუწყოს კვალიფიციური ინჟინრებისა და ბიზნეს ლიდერების ჩამოყალიბებას მომავალში.

bras

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
აპრილი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
შეარჩიეთ პროდუქტი რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს: