• Georgian
  • English
მედია ცენტრი სიახლეები JCB –ის შემოსავლებმა რეკორდული ზრდა
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image6
  • image7
  • image8
  • image9
05.04.2014
JCB –ის შემოსავლებმა რეკორდული ზრდა


JCB-ის შემოსავლების რეკორდული ზრდა!


JCB –ის განცხადებით 2012 წელი შემოსავლების თვალსაზრისით კომპანიისთვის საუკეთესო აღმოჩნდა 67 წლიანი ისტორიის განმავლობაში, რადგან კომპანიამ ახალი რეკორდი მოხსნა.

შემოსავალი EBITDA –ს გათვალისწინებით 365 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა (2011: £355 მილიონი) , ხოლო საქონლის ბრუნვა პრაქტიულად უცვლელი დარჩა – 2.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი. გლობალურ ბაზარზე JCB–ის ტექნიკის საცალო გაყიდვებიც ოდნავ გაიზარდა წინა წელთან შედარებით და მიაღწია 69,250 ერთეულს. ( 2011: 69,100). ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ JCB კიდევ ერთხელ გახდა ბაზრის გამარჯვებული.

JCB –ის დირექტორთა საბჭოს თავჯმდომარემ სერ ენტონი ბამფორდმა განაცხადა: „ თუ გავითვალისწინებთ გლობალური ეკონომიკის მუდმივ ცვალებადობას, რომელმაც ახლად წარმოშობილ და განვითარებულ ბაზრებზე ახალი შეფერხებები გამოიწვია, JCB–ის 2012 წლის შედეგები მეტად იმედის მომცემია. ეს შედეგები წარმოაჩენენ არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესის მდგრადობას ბაზარზე, არამედ ხაზს უსვამენ პროდუქციაში, ბიზნეს ობიექტებსა და კლიენტთა მომსახურებაში მუდმივი ინვესტირების აუცილებლობას.

„სამშენებლო ტექნიკის ბაზრები მსოფლიოს ბევრ ნაწილში სუსტი რჩება, ასეთ მდგომარეობას მეტ ნაკლებად აკომპენსირებს მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე. მიუხედავად ასეთი არასტაბილურობისა, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ეკონომიკაში, 2013 წელი დამაკმაყოფილებლად დაიწყო. ჩვენ წელს გარკვეულ ზრდას ველოდებით , თუმცა ეს დამოკიდებყულია იმაზე, თუ რა ტემპით გაგრძელდება გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორება„.

JCB–ის ბიზნესი აფრიკაში გასულ წელს ორჯერ, ხოლო ამერიკის ქვეყნებში 20%–ით გაიზარდა. კომპანიამ 12%–ანი ზრდა მიიღო ასევე შუა აზიაში. 2012 წელს JCB–მ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია სამშენებლო ტექნიკის წარმოების კუთხით გაერთიანებულ სამეფოში, ევროპასა და ინდოეთში და ასევე ინარჩუნებს პირველობას ექსკავატორ–დამტვირთველებისა და ტელესკოპური დამტვირთველების წარმოებაში.

2012 წელს კომპანიამ ახალი საწარმო გახსნა ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში და წარმოადგინა ახალი 62 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ობიექტის მშენებლობის გეგმა ინდოეთის ერთ–ერთი შტატის ქალაქ ჯაიპურში, რომელიც რიგით მეოთხე საწარმო იქნება ინდოეთში . მისი გახსნა დაგეგმილია 2014 წელს.

 

img 1835

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
დეკემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
შეარჩიეთ პროდუქტი რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს: