• Georgian
  • English
ბრენდი
ბრენდი

                                     00000518

                         

                          განვითარების ისტორია


 JCB – ბრიტანეთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაც დღესდღეობით წამყვანი ადგილი უჭირავს სამშენებლო და საგზაო ტექნიკის მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს შორის.

JCB-ს ისტორია 1945 წელს მომხდარი ეპიზოდით იწყება, როდესაც 29 წლის ჯოზეფ სირილ ბამფორდი უმუშევარი დარჩა. გასაკვირია, მაგრამ იგი სამუშაოდან ალალმა ბიძამ დაითხოვა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი მისი მცირე საწარმო მძიმე მდგომარეობაში იყო და სიტუაციის გამოსწორება, სხვებთან ერთად, უახლოესი ნათესავის შემცირებით გადაწყვიტა.სამუშაოს შოვნა შეუძლებელი იყო,ამიტომ მან გადაწყვიტა გაერისკა, უკანასკნელი 1 ფუნტით შესადუღებელი აპარატი იყიდა და სახელოსნო გახსნა. მან ჯართისაგან ტრაქტორის მისაბმელი გააკეთა და 45 ფუნტად გაყიდა. ბამფორდი მიხვდა, რომ სწორ გზას ადგა და გადაწყვიტა, ბიძამისის საწარმოსათვის გაესწრო. ამისათვის მან ბანკიდან კრედიტი აიღო, მაგრამ ცოტა ხანში აცნობეს, რომ ფული ერთი კვირის განმავლობაში უკან უნდა დაებრუნებინა. ამ შემთხვევის შემდეგ ბამფორდმა თავისი ბიზნესფილოსოფიის მთავარი დევიზი ჩამოაყალიბა: არასოდეს კრედიტი არ აიღო.

გარეშე ინვესტიციების მოზიდვის გარეშე განვითარების გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა წარმოების, მარკეტინგის და ბრენდინგის თავისებურ სისტემას, რამაც ბამფორდს საშუალება მისცა, თავისი კომპანია JCB (Joseph Cyrill Bamford) სამშენებლო ტექნიკის მსოფლიო ბაზრის ლიდერად ექცია.ბამფორდი იძულებული იყო, მოეფიქრებინა ის ერთადერთი სქემა, რომელიც კონკურენტებთან უპირატესობას მოაპოვებინებდა. JCB-ის მიერ წარმოებული პროდუქცია სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფი უნდა ყოფილიყო. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: JCB-იმ ეს შეძლო.
"ეს რთული როდია, - ამბობდა ბამფორდი, - ჩემი ბიზნესფილოსოფია ელემენტარულია. მაგალითად: წარმოებული მანქანა რომ კონკურენტებზე იაფი იყოს, არ უნდა გამოვიყენოთ ორი დეტალი იქ, სადაც შეიძლება ერთი იყოს საკმარისი. ასეც არის - როგორც წესი, ჩვენი ნაწარმის მექანიზმში ყოველთვის ცოტა დეტალია".

პირველივე მისაბმელი, რომელიც ბამფორდმა 1945 წელს შექმნა, აღჭურვილი იყო ხელის დამცლელი მექანიზმით. თვითმცლელი მისაბმელი ფერმერთა შორის ძლიერ პოპულარული გახდა. ორი წლის შემდეგ მან თვითმცლელის სრულყოფა მოახდინა და იგი უკვე ჰიდრავლიკური მექანიზმით აღჭურვა.შემდეგი ნაბიჯი უკვე თვითდამტვირთავი მექანიზმის შექმნა გახლდათ. იგი ძალიან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა და JCB-ის დიდი შემოსავალი მოუტანა. ამის შემდეგ JCB-მ შემდგომი სრულყოფისათვის კიდევ ძალიან ბევრი იმუშავა და 1953 წელს პირველი უნივერსალური ექსკავატორი-დამტვირთველი Mk-1 შექმნა (დღესდღეობით სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში გაყიდული ყოველი მე–3 ექსკავატორ–დამტვირთველი JCB-ს მიერ არის წარმოებული). ამის შემდეგ JCB-მ აქცენტი სამშენებლო ტექნიკის წარმოებაზე გააკეთა. თითქმის მთელ შემოსავალს JCB წარმოების გაფართოებასა და სიახლეთა დანერგვაში აბანდებდა.

• 1965 წელს მსოფლიოს მოევლინა JCB-ს პირველი მუხლუხა ექსკავატორი - JCB7
• 1978 წელს წარმოებაში ჩაეშვა ტელესკოპური დამტვირთველი – LOADALL 520
• 1991 წელს JCB უშვებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სოფლის მეურნეობის ტრაქტორს - FASTRAC (75 კმ/სთ)
• 1997 წელს JCB-მ კიდევ ერთი ინოვაცია შესთავაზა მსოფლიოს და ჩვეულებრივი ავტო–დამტვირთველებისგან განსხვავებით, რომელთაც ტვირთის მხოლოდ ზემოთ აწევა შეეძლოთ, გამოიგონა ტელესკოპური ავტო–დამტვირთველი – TELETRUCK, რომელსაც ტვირთის პირდაპირ გადაადგილებაც შეეძლო.
ჯოზეფ ბამფორდს არასოდეს მოსვლია აზრად მისი კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა. იგი გარეშე ინვესტიციებს არასდროს ცნობდა. ამიტომაც, JCB-ი დღემდე მხოლოდ მისი ოჯახის კუთვნილებად რჩება.

 

JCB ბრიტანეთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია სამშენებლო თუ საგზაო ტექნიკის მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს შორის.

დღესდღეობით JCB-ი ოჯახურ საკუთრებაში არსებული გლობალური ბრენდია.

JCB-ი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 50-მდე ქარხანას ფლობს, სადაც 7 000–მდე პერსონალია დასაქმებული. JCB-ი მომხმარებელს სამშენებლო და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის 300 მოდელზე მეტ სახეობას სთავაზობს. პროდუქციის რეალიზება მსოფლიოს 150 ქვეყანაში 650 დილერის საშუალებით ხორციელდება.

JCB-ის შემოსავლებმა 2010 წლის მონაცემებით 1.35 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა და დღეს ბაზრის ლიდერია 28,1%–იანი წილით.

JCB განსაკუთრებით ზრუნავს თავის მომხმარებელზე. სწორედ ამიტომ ბრენდი დიდ დროს უთმობს მანქანა–დანადგარების როგორც ტექნიკურ, ასევე გარეგნულ იერს. ბრენდის მიღწევები ხშირად იწვევს მომხმარებლებში აღტაცებას და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. JCB ხშირად ანებივრებს მათ ინოვაციებით.

JCB-ს ძირითადი პრინციპი – მძიმე და დამღლელი სამუშაოს სახალისო, აზარტულ პროცესად გარდაქმნაა.
JCB-ს ტექნიკის ერთ–ერთი კონკურენტული უპირატესობა მის მრავალფუნქციურობაში მდგომარეობს. დამატებითი მოწყობილობების ინტეგრირების შესაძლებლობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთი და იგივე მანქანა–დანადგარით სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეასრულოს.


 
 

სიახლეები

24.05.2016 | Caucasus Build 2016
ყველაზე მაღალი ხარისხის JCB-ს დიზელ გენერატორები!
ვრცლად
 
14.02.2016 | JCB დიზელ გენერატორები
ყველაზე მაღალი ხარისხის JCB-ს დიზელ გენერატორები!
ვრცლად
 
24.05.2015 | JCB 1CXT
პირველი JCB 1CXT ამიერკავკასიის ბაზარზე...
ვრცლად
ნოემბერი 2018
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30