• Georgian
  • English
მედია ცენტრი სიახლეები მე-1 000 000 ერთეული JCB
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image6
  • image7
  • image8
  • image9
12.03.2014
მე-1 000 000 ერთეული JCB

 

მე-1 000 000 ერთეული JCB


ასობით JCB –ის თანამშრომელი შეუერთდა დღეს ღონისძიებას, რათა აღენიშნათ კომპანიის მიერ მემილიონე ტექნიკის წარმოება – ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის რომ უწყვეტი ჯაჭვი გაიბას დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე.

აღნიშნული ღონისძიება ძალიან მხიარულად და მკვეთრ ფერებში აღინიშნა. როჩესტერში მდებარე სათაო ოფისის წინა ფასადი მთლიანად შუშისგან შედგებოდა , რომელზეც ბანერის სახით გამოსახულ იქნა ინფორმაცია JCB –ის ამ მიღწევის შესახებ. ფასადზე გამოსახული სურათი მთლიანობაში იკავებდა 900კვ.მ ტერიტორიას , რომელიც დაყოფილი იყო 207 ფანჯრიანი სექციებით. მხოლოდ ხუთი ადამიანისაგან შემდგერმა ჯგუფმა მოახერხა 50 საათის განმავლობაში აღნიშნული ფასადის ასეთი სახით გაფორმება.

ხოლო შუშის ფასადის მიღმა მისაღებ დარბაზში განთავსებულ იქნა თვის ამ დღესასწაულის „დამნაშავე „ – მემილიონე ტექნიკა – 22 ტონიანი მუხლუხა ექსკავატორი JS220, შესრულებული მბრწყინავ ვერცხლისფერში. საოცარი ფაქტია ის, რომ JCB–ის კონვეირიდან გამოსული ერთი მილიონი ტექნიკის ერთ მწკრივში განლაგებისას მისგან შექმნილი ჯაჭვი დიდ ბრიტანეთს ავსტრალიასთან დააკავშირებს.

JCB –ის დირექტორთა საბჭოს თავჯმდომარემ სერ ენტონი ბამფორდმა განაცხადა: „ JCB –ს 67 წელიწადზე მეტი დასჭირდა იმისათვის, რომ თავისი მემილიონე ტექნიკა ეწარმოებინა . რთული დასაჯერებელია, მაგრამ ამ ტექნიკის ერთი მესამედი ბოლო 6 წლის განმავლობაში შეიქმნა. წარმოების ასეთი მიღწევა JCB–ის გუნდის უზარმაზარი ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს და წარდმოდგენდა წარსულშიც . ეს არის მიღწევა, რომლითაც სამართლიანად უნდა ამაყობდეს თითოეული თანამშრომელი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრდებით და ვვითარდებით, კომპანია 2 მილიონი ტექნიკის წარმოებას გაცილებით ნაკლებ დროში შეძლებს. „

შემდეგი თვის განმავლობაში ღონისძიებას JCB –ის 2 500 ზე მეტი დილერი და მომხმარებელი შეურთდება : განვითარების გლობალური პროგრამის ფარგლებში კომპანია JCB გადადის შემდეგ სტადიაზე – 67 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ახორციელებს პროდუქციასთან დაკავშირებულ დიდ კონფრენციას. ღონისძიება გაიმართება სტრაფორდშირში , სადაც წარმოდგენილი იქნება JCB–ის ინოვაციური სამშენებლო, სასოფლო სამეურნეო და ინდუსტრიული ხაზი.

wefwef

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
აპრილი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
შეარჩიეთ პროდუქტი რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს: